ჩვენს შესახებ

ჩვენს შესახებ

ცოტაოდენი რამ კომპანიის შესახებ

კომპანია დაარსდა თბილისში, საქართველო, 2016 წელს. „ლანჩ მიწოდების“ ძირითადი მიმართულებაა კომპანიებისთვის ლანჩების მომზადება და მიწოდება. ყველა შეკვეთა მზადდება ახალი პროდუქტებისგან, რაც საშუალებას გვაძლევს შევინარჩუნოთ ლანჩების სტაბილური ხარისხი და გემო. ყოველდღე ვამზადებთ ლანჩს მომხმარებელთან წინასწარ დამტკიცებული მენიუს მიხედვით. მზა კერძები შეფუთულია ერთჯერადი კონტეინერებში, რაც საშუალებას გაძლევთ შეინარჩუნოთ თქვენი ლანჩის გემო და იერსახე ოფისში, საწარმოში, ქარხანაში და ნებისმიერ სხვა სახის საქმიანობაში.

ყოველკვირეული მენიუს მიხედვით მუშაობა უზრუნველყოფს  ჩვენი სამზარეულოს მომარაგებას ახალი და ხარისხიანი პროდუქტებით. მზა სადილები იფუთება ერთჯერად მოსახერხებელ გერმეტულ პაკეტებში, რითაც ვინარჩუნებთ სადილის პირვანდელ გემოსა და ვიზუალს. მიწოდების ღირებულება ზუსტად უტოლდება ოფისამდე ტრანსპორტირების ხარჯს, რათა შემკვეთს თავიდან ავაცილოთ ზედმეტი ხარჯები. საკუთარი ავტოპარკი საშუალებას გვაძლევს დროულად მივაწოდოთ პროპდუქცია შემკვეთს თბილისსა და მის შემოგარენში. ჩვენ ვმუშაობთ როგორ იურიდიულ ისე ფიზიკურ პირებთან. განაცხადს “სადილის მიწოდების” თაობაზე ვღებულობთ 09:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე. თქვენ შეგიძლიათ მოახდინოთ წინასწარი შეკვეთა როგორც ტელეფონით, ისე საიტიდან.

ან დაგვირეკეთ: 599 539 143 | 598 903 173